რეგისტრაცია დაიწყება 20 იანვარს და გაგრძელდება თებერვლის ბოლომდე.
რეგისტრაციის დროს გასათვალისწინებელი დეტალები:
-
რეგისტრაციისას მოსწავლემ უნდა მიუთითოს სახელი და გვარი, პირადი ნომერი, სკოლა, კლასი და მშობლის ტელეფონის ნომერი;
-
სახელი და გვარი უნდა მიუთითოს ინგლისურად, ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით (პირადობის, დაბადების მოწმობის ან პასპორტის მიხედვით);
-
მითითებული ტელეფონის ნომერი უნდა იყოს მოქმედი;
-
ყურადღებით გაეცნოს წესესა და პირობებს და დაეთანხმოს თუკი სურს კონკურსში მონაწილეობის მიღება.
რეგისტრაციის გავლის შემდეგ, შეიქმნება თქვენი ანგარიში, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ თქვენთვის ყველა საჭირო ინფორმაციის ნახვას (შედეგები, გადახდები, ზოგადი ინფორმაცია, ა.შ.).
აუცილებელია რეგისტრაციისას მითითებული ინფორმაცია იყოს სწორი, რადგან ამ ინფორმაციის მიხედვით შეიქმნება ბაზა და შეირჩევა ტესტი.